კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში მისი დამაარსებლის ილია აბულაძისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა.
ღონისძიება გახსნა ცენტრის უხუცესმა მეცნიერმა მაია რაფავამ. მან ილია აბულაძის მოღვაწეობის პერიოდი გაიხსენა და მის პროფესიონალიზმს გაუსვა ხაზი.
კონფერენციის თემატიკა მრავალფეროვანი იყო. მოხსენებები შეეხებოდა: წინასწარმეტყველთა საკითხავებს ქართულ ლექციონარში, ავსტრიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული XIII-XIV საუკუნეების ხელნაწერს, ქალის სტატუსს ოჯახში შუა საუკუნეების საქართველოში, სამეცნიერო ანალიტიკის საკითხებს და ა.შ.